სასამართლომ შშმ დედის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ, სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დედის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული კ.კ. დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრი პროკურატურუიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 4 მაისს, განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა კ.კ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დედას -მ.კ.-ს ზურგის არეში ფეხი დაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებული ძირს დავარდა და ხელისა და ფეხის არეში დაზიანებები მიიღო.

სამართალდამცველებმა კ.კ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ კ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 4 თვით თავისუფლების აღკვეთა და 250 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა განუსაზღვრა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო