საქართველო დუბაიში გამართულ უძრავი ქონების საინვესტიციო გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი

2-4 ოქტომბერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, საქართველო დუბაიში, უძრავი ქონების საინვესტიციო გამოფენაზე (Cityscape Global 2018) იქნება წარდგენილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოდან აცნობეს, მიმდინარე წელს, საქართველოს, როგორც საპატიო ქვეყნის სტატუსით მიწვეულ ქვეყანას, განსაკუთრებული საგამოფენო სივრცე გამოეყო.

სამდღიანი გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება საქართველოს საინფორმაციო სტენდიც, სადაც თითოეულ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია იმ პრიორიტეტული საინვესტიციო სექტორების შესახებ, რასაც საქართველო სთავაზობს უცხოელ ინვესტორებს.

„უძრავი ქონების საინვესტიციო გამოფენა (Cityscape Global 2018) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელზეც თავს იყრიან უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიები/ორგანიზაციები, ინვესტორები, ექსპერტები და ა.შ. ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს გაეცნოს მონაწილე ქვეყნების საინვესტიციო კლიმატს, შესაძლებლობებსა თუ პროექტებს.

დღესვე, გამოფენის ფარგლებში გამართულ ფორუმზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ქვეყნის საინვეტიციო გარემოს, უძრავი ქონებისა და სასტუმრო-მომსახურების სექტორების შესახებ პრეზენტაცია გამართა. სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ხიდურელმა ყურადღება გაამახვილა სტაბილურ ეკონომიკური გარემოზე, მნიშვნელოვნად გამარტივებულ ადმინისტრაციულ პროცედურებზე, ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობასა და განვითარებულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე“, - ნათქვამია პრესრელიზში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო