პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ მიერ მომზადებულ რეზოლუციას კენჭს 4 ოქტომბერს უყრის. კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ კოლეგებს შესთავაზა კენჭისყრის პროცედურა ორი დღით გადადებულიყო, რაზეც იურიდიული კომიტეტის წევრებისგან თანხმობა მიიღო.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ მიერ მომზადებული რეზოლუცია განიხილა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას და წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემას ითვალისწინებს.
რეზოლუციის პროექტი კომიტეტის წევრებს, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა გააცნო. როგორც ინაშვილმა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, ქვეყანაში მიმდინარეობს ფარული სამოქალაქო დაპირისპირება და ეს პროცესი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობას სამართლებრივი შეფასება არ მიეცემა.