ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივას „ეი სი თი“- ს გენერალური დირექტორი და განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულები აფასებენ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში სტრუქტურული ცვლილებებისა და ეფექტიანი მმართველობის შესახებ პრეზენტაციას, რომელიც დღეს, სასტუმრო „რუმსში“, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა წარადგინა, უმაღლესი სასწავლებლების რექტორები, საგანმანათლებლო სფეროს, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და პროფესიული კადრების მოძიების სფეროში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები ესწებოდნენ, მათ შორის, იყვნენ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

„ძალიან საინტერესო სიახლეები მოვისმინეთ და მზად ვართ უცხოეთში განათლებამიღებულ ყველა ახალგაზრდას გავუზიაროთ ეს ინფორმაცია. ჩვენ გარკვეული ვალდებულებაც გვაქვს, სხვადასხვა ფორმით მონაწილეობა მივიღოთ სახელმწიფო პროექტებში, რადგან დიდწილად სწორედ სახელმწიფოს დაფინანსებით შევძელით მსოფლიოს წარმატებულ სასწავლებლებში ცოდნის მიღება“, - აღნიშნა განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა ზვიად ბარქაიამ.

დღევანდელ შეხვედრას საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. „ეს შეხვედრა შესანიშნავი საშუალება იყო ჩვენთვის გაგვეგო რა აქცენტებს აკეთებს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამინისტრო და რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია განვსაზღვროთ რა ფორმით შეგვიძლია ჩავერთოთ სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ აქცენტი გაკეთდა პროექტების მართვაზე, რაც აუცილებლად გაზრდის შესრულებული სამუშაოების ხარისხს“, - განაცხადა საკონსულტაციო კომპანია „ეი სი თი“- ს გენერალურმა დირექტორმა თინათინ რუხაძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რეორგანიზაციის ფარგლებში, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სტრუქტურა სრულად განახლდა, არსებული ფუნქციები უფრო ეფექტიანად გადანაწილდა და დაემატა ახალი კომპეტენციები. ანალიზის საფუძველზე, გამოიკვეთა შემდეგი სფეროების გაძლიერების საჭიროება: საინჟინრო-ტექნიკური, გარემოს დაცვის, პროექტების მართვის და სხვა მიმართულებები. ასევე იგეგმება, თანამშრომლების გადამზადება სასწავლო კურსების, გაცვლითი პროგრამებისა და წარმატებულ ორგანიზაციებში პრაქტიკული ტრენინგების საშუალებით.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო როგორც რიგითი, ისე საერთაშორისო კვალიფიკაციის სპეციალისტების შერჩევას კონკურსის გზით გეგმავს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს