ტორონტოს მელ ლასტმანის სახელობის სკვერში ქართული სიმღერისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართა

საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ტორონტოს მელ ლასტმანის სახელობის სკვერში ქართული სიმღერისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ. ელჩმა ისაუბრა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დემოკრატიული ტრანსფორმაციის 100-წლიან გზაზე და ყურადღება გაამახვილა უნიკალურ ქართულ კულტურასა და მეღვინეობის 8000-წლოვან ტრადიციაზე. ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო ქართული კულტურისა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ამსახველი ფოტოგამოფენები: „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“, „ქართული ტრადიციული სამოსი“, „50 ქალი საქართველოდან“ და „საქართველო-ღვინის აკვანი.

ღონისძიება, რომელიც ტორონტოს ქართველ ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ჩატარდა, მუსიკალურად გააფორმეს ანსამბლებმა: “დარბაზი”, “ალილო”, “მაჭარი”, ტრიო „ზარი“, „გაბოს ტრიო“. კონცერტის დასასრულ, კონსტანტინე ქავთარაძემ, კანადაში ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის, სპეციალური ჯილდოები და სიგელები გადასცა ანსამბლ „დარბაზის“ დამფუძნებელს ალან გასერს და ამჟამინდელ ხელმძღვანელს რეიმონდ კინოშიტას, ასევე, ტორონტოში მცხოვრებ ქართველ მუსიკოსსა და მომღერალს შალვა მახარაშვილს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა