საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიები ხვალ პრემიერ-მინისტრს შეხვდებიან

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიები ხვალ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდებიან.როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბიზნეს ასოციაციიდან აცნობეს, შეხვედრა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დიალოგის ფორმატში წარიმართება. პრემიერთან შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით იმართება და ეკონომიკური ბლოკის მინისტრებიც დაესწრებიან.

მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრის რანგში ბიზნეს ასოციაციას პირველად ხვდება. შეხვედრაზე მხარეები იმსჯელებენ ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების შესაძლებლობებზე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ძირითად მიმართულებებზე.

შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხის რეჟიმს, რომლის ფარგლებშიც კერძო სექტორის წარმომადგენლები მთავრობის წარმომადგენლებისგან მიიღებენ ინფორმაციას მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს