უწყებათაშორისი კომისიის წევრი უწყებების წარმომადგენლები გენდერული ბიუჯეტირების საკითხებში ავსტრიის გამოცდილებას ეცნობიან

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრი უწყებების წარმომადგენლები ავსტრიაში იმყოფებოდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სასწავლო ვიზიტის მიზანს გენდერული ბიუჯეტირების საკითხებში ავსტრიის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

შეხვედრები გაიმართა როგორც თვითმმართველობის, ასევე პარლამენტის წარმომადგენლებთან, რომლებიც აქტიურად მუშაობენ გენდერული ბიუჯეტირების საკითხებზე. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, ასევე შედგა შეხვედრები ფინანსთა სამინისტროს, საჯარო სამსახურისა და ფედერალური კანცელარიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან.

სასწავლო ვიზიტი პროექტის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად“ ფარგლებში განხორციელდა. სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად ვიზიტში სახალხო დამცველის ოფისისა და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა