ირაკლი კობახიძე - მაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ მოგონილია ყველაფერი, კეთილი ინებონ ზაზა ოქუაშვილმა და ლევან ყიფიანმა და მივიდნენ პროკურატურაში

მაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ მოგონილია ყველაფერი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში "ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებული მოვლენებისა და გავრცელებული ჩანაწერების შესახებ განაცხადა. ჟურნალისტი დაინტერესდა, უნდა დაკითხოს თუ არა გამოძიებამ ბიძინა ივანიშვილი და ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. კობახიძის თქმით, ჯერ უმჯობესია სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა და "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა მიაწოდონ გამოძიებას ინფორმაცია. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება ჰიპოთეტური მსჯელობა და ამ კითხვას ვერ უპასუხებს.

"მე მაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ მოგონილია ყველაფერი. კეთილი ინებონ ზაზა ოქუაშვილმა და ლევან ყიფიანმა და მივიდნენ პროკურატურაში. თუ ფეხზე მყარად დგანან ეს ადამიანები, მიაწოდონ გამოძიებას ინფორმაცია და გაირკვევა ყველაფერი. ჯერ ამაზე ვისაუბროთ და მერე დანარჩენზე. ორი გაუგებარი ადამიანი ერთმანეთს ესაუბრება. ჯერ ის დაამტკიცონ, რომ სერიოზულობის ნიშანწყალი აქვს ამ ყველაფერს და მერე ვისაუბროთ დანარჩენზე. დღეს ვერ ახერხებენ ამის გაკეთებას. ამიტომ იკავებენ თავს ინფორმაციის მიწოდებისგან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო: კომიკურია, სარდაფის ინციდენტს გამოვრიცხავ - ირაკლი კობახიძე ლევან ყიფიანისა და "ომეგა ჯგუფის" სკანდალზე გადაცემაში "არჩევანი"

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა