ქეთევან ციხელაშვილმა გატაცებული მაია ოთინაშვილის ოჯახს ბოლო ინფორმაცია გააცნო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა სოფელ ბობნევიდან გატაცებული მაია ოთინაშვილის ოჯახის წევრებს მის ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია გააცნო.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, მთელი ძალისხმევა მობილიზებულია, რათა მისი გათავისუფლება მოხერხდეს. „დღის განმავლობაში ცხელი ხაზი რამდენჯერმე გააქტიურდა და კვლავ იგეგმება. ამიტომ გარკვეული ინფორმაციის მოლოდინია. ბოლოს ცხელი ხაზი დაახლოებით ერთი საათის წინ გააქტიურდა და იქიდან მიღებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პროცესში ჩართულია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და ისინი ოჯახის წევრებთან ხაზზე არიან. მათი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ბოლო ინფორმაციით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში დაგეგმილია ის ე.წ. პროცედურებიც, რომლებიც უკანონო დაკავებების შემთხვევაში ხდება ხოლმე. სხვა ტიპის გადაწყვეტილება არ დასტურდება. ამ ყველაფერში ძალიან აქტიურადაა ჩართული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც. ინფორმაცია აქვთ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებსაც. ყველა არხი, რაც ასეთ ვითარებაში ჩვენს ხელთაა, გააქტიურებულია“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს