სომხეთის პრემიერმა პარტიების - „წარმატებული სომხეთისა“ და „დაშნაკცუტუნის“ მინისტრები და გუბერნატორები თანამდებობიდან დაითხოვა

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარტიების - „წარმატებული სომხეთისა“ და „დაშნაკცუტუნის“ მინისტრები და გუბერნატორები თანამდებობიდან დაითხოვა. სომხეთის პრემიერმა ამასთან დაკავშირებით განკარგულებას პარლამენტის შენობასთან მოაწერა ხელი, სადაც მრავალათასიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ამ განკარგულებას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმაც უნდა მოაწეროს. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

„დაშნაკცუტუნს“ მთავრობაში ორი მინისტრი ჰყავდა - სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკური განვითარების. მოგვიანებით აღნიშნულმა პარტიამ განაცხადა, რომ მინისტრები მთავრობიდან თავად გაიწვია.

ნიკოლ ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ეს განკარგულება ძალაში შევა, თავადაც დატოვებს პრემიერმინისტრის თანამდებობას. თუმცა, პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იქნება.

ფაშინიანის თქმით, თუკი პარლამენტი ახალ პრემიერმინისტრს არ აირჩევს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო