ირაკლი კობახიძე „ნაციონალებზე“ - არჩევნები რომ მოდის, ცდილობენ თავის წამოყოფას, ჩვენი ამოცანაა, როგორც კი თავს წამოყოფენ, ჩავარტყათ თავში

არჩევნების მოახლოებისას შემოდის ფული საქართველოში, „ნაციონალური მოძრაობა“ ხარჯავს ამ ფულს და იმედი აქვთ, რომ რაღაცას შეცვლიან თავის სასარგებლოდ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მან „ნაციონალურ მოძრაობას“ მარგინალური და სუსტი პოლიტიკური ძალა უწოდა.

„აბსოლუტურად მარგინალური, სუსტი და უნიათო პოლიტიკური ძალაა. ჩვენთან დაკავშირებით რა ტერმინსაც იყენებდნენ, ზუსტად ეგ ტერმინი შეეფერებათ. არის აბსოლუტურად მარგინალური, ხედავთ როგორ წარმართავენ კამპანიას. არჩევნების მოახლოებისას შემოდის ფული საქართველოში, ხარჯავენ ამ ფულს და იმედი აქვთ, რომ რაღაცას შეცვლიან თავის სასარგებლოდ. არჩევნები რომ მოდის, ცდილობენ თავის წამოყოფას, ჩვენი ამოცანაა, როგორც კი თავს წამოყოფენ, ჩავარტყათ თავში. ამას საზოგადოებასთან ერთად ვაკეთებთ, მოსახლეობა იღებს ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს