ირაკლი კობახიძე - ომი დაიწყო რუსეთმა, სცენარი იყო რუსული, აგრესია იყო რუსული, თუმცა, ეს სცენარი ვერ განხორციელდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე

ომი დაიწყო რუსეთმა, სცენარი იყო რუსული, აგრესია იყო რუსული, თუმცა, ეს სცენარი ვერ განხორციელდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილსა და საარჩევნო კამპანიაზე ისაუბრა.

„მე მინდა, რომ ძალიან მოკლედ შევეხო არჩევნების თემას, რადგან ეს არის მთავარი დღის წესრიგში. მინდა კანდიდატებსაც შევეხო და მინდა ზოგადად კამპანიის შინაარსს შევეხო. ჩვენ, გვინდოდა ევროპული ტიპის კამპანიის წარმოება, თუმცა ხედავთ როგორ მუშაობენ ოპონენტები. ეს არის ძალიან ბინძური კამპანია, რაც წარმოებს, მათ შორის მთავარი რაც არის, ასე ვთქვათ მათი ბრალდება, ეს არის ე.წ. „მოღალატის“ ბრალდება. ამაზე, არ შემიძლია არ ვთქვა, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც ჩვენ ვუჭერთ მხარს, არის ადამიანი, რომლის უშუალო ძალისხმევითაც გაყვანილია რუსული სამხედრო ბაზები საქართველოდან, ის იყო მთავარი პირი ამ მოლაპარაკებებში. ის არის სამშობლოს პატრიოტი, რომელიც ჩამოვიდა საფრანგეთიდან საქართველოში. მოღალატის თემაზე მინდა ვთქვა, რაღაცა სიტყვების ინტერპრეტაციით ცდილობენ სალომე ზურაბიშვილისთვის რაღაცის დაბრალებას და ეს არის აბსოლუტურად შეთითხნილი რამ“, - განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილისთვის მოღალატეობის დაბრალება ბინძური პიარის შემადგენელი ნაწილია.

„ომი ვინ დაიწყო პასუხი ჩვენ ამას გავეცით, ომი დაიწყო რუსეთმა, სცენარი იყო რუსული, აგრესია იყო რუსული. თუმცა, ეს სცენარი ვერ განხორციელდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე. როცა მოღალატეზე არის საუბარი ეს არის იმის დასტური, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთ ღალატს დაამატა მეორე და სალომე ზურაბიშვილის სიტყვების ინტერპრეტაციით ცდილობენ, რომ მას დასწამონ მოღალატეობა ქვეყნის წინაშე. ეს არის სამარცხვინო ბრალდება, ბინძური პიარის შემადგენელი ნაწილი. თქვენ მოღალატეობას აბრალებთ სალომე ზურაბიშვილს?!“, - განაცხადა კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს