გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის “ა”, II მიკრორაიონების, მეტრო “ახმეტელი”-ს მიმდებარე ტერიტორიის, ხიზანიშვილის, მოსულიშვილის, ქერჩის, ილია ვეკუას, ხევძმარის და ხიზაბავრის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), ცაბაძის და სანაპიროს ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ქინძმარაულის, ქიზიყის, ნაკადულის, ქაიროს, ჯავახეთის, სამასი არაგველის და ოცხელის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს მცხოვრებლებს. 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის, 26 მაისის მოედნის, პეკინის გამზირის, ალმასიანის, ფიზკულტურის, ბერბუკის, ანდრია აფაქიძის, ვახტანგ ბოჭორიშვილის, ტყვარჩელის, პავლე ასლანიდის, ბიძინა კვერნაძის, კოსტავას, კანდელაკის (ნაწილობრივ), გოძიაშვილის, კვანტალიანის, სარაჯიშვილის, ბენდელიანის და ალექსიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, სოფელი ზურგოვანის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, მეფე ფარნავაზის გამზირის, ხელაშვილის და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), გაბაშვილის, პეტრე ქავთარაძის და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების, შალვა ნუცუბიძის, მეგრელიძის, ვახტანგ ჩიქოვანის და დელისის ქუჩების მცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება შალვა ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

ასევე, საბურთალოს რაიონში 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ოთარ ჩხეიძის, ედიშერ მაღალაშვილის, კალისტრატე ქუთათელაძის, მარიკა ბარათაშვილის, ლორთქიფანიძის, გიორგი გეგეჭკორის, მიხეილ თამარაშვილის, მედეა ჩახავას და უნივერსიტეტის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გრიშაშვილის, ცურტაველის, სოღანლუღის, ხონელის, ხარფუხის და ტაბახმელას ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფურცელაძის, მანჯგალაძის, გრიგოლ აბაშიძის და გუდიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აბუსელიძე-ტბელის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტაბიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა