ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი გაიხსნება

ბრიუსელში დღეს ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი იხსნება. მინისტერიალის ფარგლებში ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები განიხილავენ თავდაცვითი ხარჯების ტვირთის, ნატო-ს შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის, ჩრდილოეთ აფრიკაში და ახლო აღმოსავლეთში არასტაბილური ვითარების საკითხებს.

აღსანიშნავია, რომ დღეს ასევე გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა.

„ჩვენ ასევე გავმართავთ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას. საქართველო ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ქვეყანაა, რომელიც ნატო-ს წევრობისკენ მიისწრაფვის“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ნატო-ს მინისტერიალი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, მინისტერიალის ფარგლებში ნატო-ს თავდაცვის მინისტრები ნატო-ს პარტნიორებთან ურთიერთობებს გააძლიერებენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა