ბრაზილიაში, პოლიციასა და ციხიდან გაქცეულებს შორის შეტაკებისას, 10 პატიმარი დაიღუპა

ბრაზილიაში, ტოკანტინსის შტატში პოლიციასა და ციხიდან გაქცეულ ამბოხებულ პატიმრებს შორის შეტაკებისას 10 პატიმარი მოკლეს. ამის შესახებ სამხედრო პოლიციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Periodico წერს. მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთ ციხეში პატიმრებმა ამბოხი მოაწყვეს და მძევლად აიყვანეს მასწავლებელი, რომელიც ციხეში გაკვეთილებს ატარებდა. ასევე პატიმრებმა ორი ბადრაგის განიარაღება შეძლეს.

საერთო ჯამში ციხიდან სულ მცირე 20 პატიმარი გაიქცა. პოლიციამ სამძებრო ოპერაცია დაიწყო და 10 გაქცეული პატიმრის ლიკვიდირება მოახდინა.

მედიის ინფორმაციით, ახლა ციხეს ისევ ხელისუფლება აკონტროლებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა