ეკონომიკის მინისტრი - შესაძლოა, ტრაილერების მძღოლებთან დაკავშირებული პრობლემები ხელოვნურია, იმიტომ, რომ თურქეთი არანაირ დაბრკოლებას არ გვიქმნის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, ტრაილერების მძღოლებზე, რომელთაც თურქეთში ტვირთი გადააქვთ, ტრანზიტისთვის ნებართვის არ გაცემის საკითხთან დაკავშირებული პრობლემა შესაძლოა, ხელოვნურად იყოს შექმნილი. ამის შესახებ მინისტრმა შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ მხრივ თურქეთთან არანაირი პრობლემა არ ყოფილა და მას შემდეგ, რაც აღნიშნულის შესახებ გახდა ცნობილი, თურქეთის ელჩმა საკითხი 15 წუთში გადაჭრა.

„ძალიან არაორდინალური და საეჭვო საქმეა. ჩვენ თურქეთთან არანაირი პრობლემა არ გვქონდა. როგორც კი პრობლემა გაჩნდა, ის თურქეთის ელჩის მიერ ზუსტად 15 წუთში იყო გადაჭრილი. ეს პრობლემა არ უნდა ყოფილიყო და არ იყო, მაგრამ უცებ ჩვენ ვხედავთ, რომ პრობლემები ჩნდება, მაგრამ საიდან მოდის ეს და როგორ ჩნდება, კიდევ მეორე კითხვაა. შესაძლებელია რომ ეს პრობლემები ხელოვნურია, იმიტომ, რომ ჩვენ თურქეთი არანაირ დაბრკოლებას არ გვიქმნის. როგორც კი შეიტყვეს ამასთან დაკავშირებით ჩვენგან ინფორმაცია, სასწრაფოდ გამოგვიწერეს ის დოკუმენტები, რომლებიც ჩვენ გვჭირდებოდა. ამიტომ, დავფიქრდეთ მოსახლეობა და მოქალაქეები იმაზე, რომ რასაც ვხედავთ, ყველაფერი ისე არ არის, როგორც ზოგჯერ წარმოგვიდგენია”,- განაცხადა გიორგი ქობულიამ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ტრაილერების მძღოლებმა, რომლებიც თურქეთში ტვირთის გადაზიდვაზე მუშაობენ, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, მათი პროტესტი უკავშირდებოდა იმას, რომ ორ თვეზე მეტი დროის განმავლობაში თურქული მხარე ტრანზიტისთვის საჭირო ნებართვას არ გასცემდა, რის გამოც, მეზობელ ქვეყანაში გადასვლას ვერ ახერხებდნენ და ფაქტობრივად, უმუშევრები დარჩნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა