მამუკა ბახტაძე - რევოლუციურ ცვლილებას ვნერგავთ, რომელიც 34 ქვეყნის მოქალაქეს საშუალებას მისცემს საქართველოში ჩამოუსვლელად მოახდინონ  კომპანიების  რეგისტრაცია

საქართველოში ელექტრონული რეზიდენტობის პრაქტიკა ინერგება. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება 34 ქვეყნის მოქალაქეს საშუალებას მისცემს საქართველოში ჩამოუსვლელად მოახდინონ საკუთარი კომპანიების ელექტრონული რეგისტრაცია და საბანკო ანგარიშების გახსნა.

„ჩვენ ვნერგავთ რევოლუციური მნიშვნელობის ცვლილებას. შემოგვაქვს ელექტრონული რეზიდენტობის პრაქტიკა, რომელიც 34 ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში ჩამოუსვლელად საშუალებას მისცემს მოახდინონ საკუთარი კომპანიების ელექტრონული რეგისტრაცია და საბანკო ანგარიშების გახსნა. 34-ვე ქვეყანა არის ეკონომიკურად განვითარებული. ეს არის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ფინანსური ცენტრი. შესაბამისად, ყველა უწყებას მიეცემა დავალება, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი კი გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს. ჩვენი მიზანია, მომავალი წლის 1 იანვრიდან საქართველოში ეს სერვისი არსებობდეს. დღეს შეხვედრა გვექნება ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან, სადაც კიდევ უფრო დეტალურად ვიმსჯელებთ ამ ისტორიულ ინიციატივაზე“, - განაცხადა ბახტაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს