მამუკა ბახტაძე - სტრატეგიული კომუნიკაციების გასაძლიერებლად,  აშშ-მ  ნახევარი მილიონი დოლარი გამოგვიყო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ნახევარი მილიონი ამერიკული დოლარი გამოგვიყო, რომელიც გამიზნულია ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაციების გასაძლიერებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საფრთხეებია, რომელიც უკავშირდება აგრესიულ პროპაგანდას, რომელსაც საქართველოს არამეგობარი ძალები ახორციელებენ, ჩვენ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად შევიმუშავეთ ძალიან მნიშვნელოვანი სამოქმედო გეგმა. სწორედ აღნიშნული გამოწვევის გასამყარებლად გამოგვიყო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ნახევარი მილიონი ამერიკული დოლარი, რომელიც გამიზნულია ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაციების გასაძლიერებლად. ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესის მიმართ. აღნიშნული თანხა გადაეცემა საინფორმაციო ცენტრს ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების ინფორმირებულობა იმ სიკეთეებთან დაკავშირებით, რომელიც მოაქვს ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესს საქართველოსთვის და მისი ყველა მოქალაქისთვის“, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს