სულხან სალაძე - „ოცნება" მმართველობის 6 წლისთავზეც ვერ გასცდა ყველაფრის „ნაცმოძრაობისთვის" დაბრალებას - როდესაც კითხვებზე პასუხები არ აქვთ,  იოლია ვინმეს დააბრალო პოლიტიკური პროექტის ნაწილად ყოფნა

როგორც ჩანს, „ქართული ოცნება" მმართველობის 6 წლისთავზეც ვერ გასცდა, ყველას და ყველაფრის „ნაციონალური მოძრაობისთვის" დაბრალებას, მათ შორის სამოქალაქო სექტორის „ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოციაციურად დაკავშირებას, - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, საქართველოში ჩამოყალიბებულია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „არასამთავრობო სექტორი".

სულხან სალაძემ მმართველ გუნდს შეახსენა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, როდესაც ისინი ოპოზიციაში იყვნენ, მაშინდელი ხელისუფლების მიმართ გამოთქმული მათი შეფასებები ერთმანეთს ემთხვეოდა. საია-ს ხელმძღვანელმა „ქართულ ოცნებას" პრობლემებზე აქცენტის გადატანა ურჩია.

„არასერიოზულია ამ ტიპის შეფასებები სამოქალაქო სექტორთან დაკავშირებით. როდესაც მთავარ კითხვებზე მათ არ აქვთ პასუხები, ყველაზე იოლია ვინმეს დააბრალო პოლიტიკური პროექტის ნაწილად ყოფნა. ეს არ არის სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე პასუხი. ეს არ არის სამართალდამცავ სისტემებში არსებულ პრობლემებზე პასუხი. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება" მმართველობის 6 წლისთავზეც ვერ გასცდა, ყველას და ყველაფრის „ნაციონალური მოძრაობისთვის" დაბრალებას, მათ შორის სამოქალაქო სექტორის „ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოციაციურად დაკავშირებას.

შევახსენებ მათ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ემთხვეოდა ჩვენი შეფასებები დღევანდელი ხელისუფლების, ანუ მაშინდელი ოპოზიციის შეფასებებს. ბუნებრივია, დღეს ხელისუფლება არ დაიწყებდა იმაზე საუბარს, რომ ჩვენი მხრიდან კრიტიკა მაშინ მათთვის მისაღები იყო, მაგრამ მათი ის პასუხი, რომელიც სამოქალაქო სექტორის მიმართ გამოიყენეს და რომელიც გუშინ ყველა მედიასაშუალების პრაიმტაიმში იყო, მოკლებულია დასაბუთებას. მოვუწოდებდი, რომ მეტი აქცენტი გადაიტანონ პრობლემებზე და დაანებონ თავი სამოქალაქო სექტორის ვინმესთან მიკერძოებაზე ძებნას," -განაცხადა სულხან სალაძემ.

სამოქალაქო საზოგადოება არის ცალკე და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო სექტორი“ არის ცალკე - ეს არის დღევანდელი ვითარება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს არის „აბსოლუტურად არასერიოზული განცხადება“.

„ეს არის 13 კაცი და ქალი, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური მიკერძოებული რაღაც შეხედულებები. ხელმძღვანელებზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი. საქართველოში არის ჩამოყალიბებული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „არასამთავრობო სექტორი“. ცალკეა ეს პოლიტიკური გაერთიანება, რომელმაც არჩევნებში რომ მიიღოს მონაწილეობა, ერთ პროცენტსაც ვერ მიიღებს - ამაში ყველა დამერწმუნება. რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას, სამოქალაქო საზოგადოება არის ცალკე და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო სექტორი“ არის ცალკე. ეს არის დღევანდელი ვითარება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს