ერაყის პრეზიდენტის პოსტზე „ქურთისტანის პატრიოტული კავშირის“ წარმომადგენელი ბარჰამ სალიჰი აირჩიეს

ერაყის პარლამენტის წევრებმა ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე „ქურთისტანის პატრიოტული კავშირის“ წარმომადგენელი ბარჰამ სალიჰი აირჩიეს.

მას მხარი 165-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ტელეარხ As Sumaria-ს ინფორმაციით, სხდომაში 329 დეპუტატიდან 301 მონაწილეობდა. სალიჰის კონკურენტმა, „ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ფუად ჰუსეინმა 70 ხმა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ „ქურთისტანის დემოკრატიული პარტია“ კენჭისყრის შედეგებს არ აღიარებს.

არჩეულმა პრეზიდენტმა მინისტრთა ახალი კაბინეტის ჩამოყალიბება ადელ აბდელ მაჰდის დაავალა, რომელიც წინა მთავრობაში ნავთობის მინისტრის პოსტს იკავებდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს