მამუკა ბახტაძე - არანაირ პოლიტიკურ ძალას არ გამოუვა გარკვეული შფოთის შემოტანა ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, არანაირ პოლიტიკურ ძალას არ გამოუვა გარკვეული შფოთის შემოტანა ქართული საზოგადოების ცხოვრებაში, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში. ამის შესახებ ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, მინისტრთა კაბინეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ წინასაარჩევნოდ მათ წინააღმდეგ წინასწარ დამონტაჟებული ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება იგეგმება.

„ჩემთვის მისაღები არის ყველაფერი ის, რაც ემსახურება საქართველოს ტრანსფორმაციას ევროპული ტიპის დემოკრატიად. ხშირ შემთხვევაში ბევრი ჩვენი ოპონენტისგან ეს რჩება ლიტონ სიტყვებად. ბევრ ევროპულ ქვეყანაში მსგავს წინასაარჩევნო პერიოდს არ ვიცნობ, რადგან ეს არ შეეფერება იმ ევროპულ პოლიტიკურ კულტურას, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფვით. ეს არის ძალიან ნეგატიური ფაქტი, მაგრამ მინდა სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნო, რომ არანაირ პოლიტიკურ ძალას არ გამოუვა გარკვეული შფოთის შემოტანა ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში. მე ვისურვებდი, რომ ქართული პოლიტიკა იყოს დეპერსონიფიცირებული, იყოს მაქსიმალურად ორიენტირებული დემოკრატიული ინსტიტუტების გაღრმავებაზე და ამაზე იყოს საუბარი პოლიტიკურ დებატებში. საუბარი უნდა იყოს იმაზე, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ ჩვენ იმ ვალდებულებების უფრო დროული შესრულება, რომელიც აღებული გვაქვს, როგორც ევროკავშირის, ისე ნატო-ს წინაშე. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების გარკვეული ნაწილისგან ამ განწყობას ვერ ვხედავთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებასთან დაკავშირებით თავისი განწყობა გააჟღერა, თუმცა ოპონენტებმა ამას სიძულვილის ენა და პიროვნული შეურაცხყოფა დაუპირისპირეს.

„დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ, განაცხადა, თუ რა განწყობა ჰქონდა მას წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ოპონენტებმა ამ ყველაფერს დაუპირისპირეს სიძულვილის ენა და პიროვნული შეურაცხყოფები, ეს არის მიუღებელი ევროპული დემოკრატიისთვის და ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ქართველმა ამომრჩეველმა კარგად დაინახოს, ცხოვრებაში ვის რა ფასეულობები აერთიანებს“, - აღნიშნა პრემიერმა.

რამაზ საყვარელიძე - არც ხელისუფლება ჰგავს პოლიტიკის დიდოსტატს და არც ოპოზიცია, ამიტომ არც ისე იწვიმებს, როგორც ისმის რევოლუციის ჭექა-ქუხილი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.12.2019
ვაჟა ბერიძე - მთავარი არა საარჩევნო სისტემაა, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და მეზობლების დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (იკაო) 75 წლისაა
გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფმა (GET) საქართველოს ფინანსური სექტორის მონიტორინგის პირველი ნაწილი წარადგინა
ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი
ლიბერთი UN Women-ის ქალთა გაძლიერების პრინციპების გლობალურ ინიციატივას უერთდება
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ჰოსპიტალური ბიზნესიდან გადის
გრძელვადიანი ბიუჯეტი – თბილისის მასშტაბური პროექტების დაცვა მმართველობის ცვლილებებისგან