მამუკა ბახტაძე - აშშ-ში ყველა შეხვედრაზე ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ ქართულ- ამერიკული ურთიერთობები  არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე

აშშ-ში ყველა შეხვედრაზე ხაზგასმით იყო ნათქვამი და აღნიშნული, რომ ქართულ - ამერიკული ურთიერთობები არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე, იმ ყველა განზომილებაში, რომელსაც ჩვენ ჩვენს მეგობრებთან ერთად ვანვითარებთ,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც პრემიერის რანგში აშშ-შ მისი პირველი ვიზიტი შეაჯამა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, განხორციელდა მაღალი დონის შეხვედრები თეთრ სახლში და სენატში.

„შევხვდით ყველა მნიშვნელოვან ინსტიტუტს, რომელიც მონაწილეობას იღებს პოლიტიკური გადაწყვეტილების მომზადებაში, საექსპერტო საზოგადოებას და მინდა სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ყველა იმ ინიციატივაში, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ და რომელიც ემსახურება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. ამავე დროს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გვქონდა საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან. განვიხილეთ საქართველოში ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები, ჩვენი რეფორმათა პაკეტი, მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით მიღწეული პროგრესი, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ჩვენს რეგიონში იზრდება ეკონომიკური ტურბულენტობა. ვისაუბრეთ, ძალიან მნიშვნელოვან და ამბიციურ რეფორმაზე, რომელსაც ვახორციელებთ განათლების სექტორში და ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე. მსოფლიო ბანკი ისევე, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი ერთად აღნიშნავენ საქართველოს პროგრესს და როგორც რეგიონის ლიდერ ქვეყანას, რომელიც სრულფასოვნად პასუხობს უმაღლეს ფინანსურ სატანდარტებს. ამასთან ერთად, მოხარული ვარ, რომ ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ბენეფიციარი ქვეყანა, რომელიც ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამას დანერგავს საქრათველოში და შესაბამისად, მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს მსოფლიო ბანკში ისევე, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდს ამ მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს რეფორმებს, რომელიც წარვადგინეთ, აქვს სრული, 100%-იანი მხარდაჭერა ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტისგან",- განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, ამ ვიზიტის ფარგლებში ასევე ნაყოფიერი შეხვედრები შედგა მეგობარი ქვეყნების ლიდერებთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან ჟანკლოდ იუნკერთან, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფროების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინისთან.

„გაერო-ს სესიის ფარგლებში ასევე საშუალება მქონდა სიტყვით გამოვსულიყავი ნელსონ მანდელას მშვიდობის სამიტზე. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, ბუნებრივია, ეს გახლდათ გენერალური ასამბლეის 73-ე სესია. ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ მთელი მსოფლიოს წინაშე კიდევ ერთხელ გამოგვეტანა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა, ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, რომელსაც ახორცილებეს რუსეთის ფედერაცია", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა