მამუკა ბახტაძე - ლევან ყიფიანთან „ომეგა ჯგუფის“ საკითხზე შეხვედრა არასდროს მქონია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, სპორტის ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანთან „ომეგა ჯგუფის“ საკითხზე შეხვედრა არასდროს ჰქონია. ამის შესახებ ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„მე ბატონ ყიფიანთან ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა არასდროს მქონია. რაც შეეხება თვითონ წინა ისტორიას ამ საკითხის, მე გავაკეთე განმარტება, რომ ჩვენი მთავრობის მიდგომა არის ძალიან მეგობრული ყველა იმ მეწარმის მიმართ, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის. ეს არის ჩვენთვის ამოსავალი წერტილი. ბუნებრივია, როდესაც საქმე შეეხება საგადასახადო დავალიანებს, შემოსავლების სამსახური სწორედ ამ პრინციპით მოქმედებდა, რომ კომპანიას თუ აქვს გარკვეული პრობლემები ობიექტური ხასიათის გადასახადის გადახდასთან დაკავშირებით, ჩვენ აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები ამა თუ იმ სექტორში, მაგრამ პარალელურად, კომპანიამ საგადასახადო დავალიანება უნდა დაფაროს. მსგავსი ნაბიჯის გადადგმა მოხდა 11-ჯერ შემოსავლების სამსახურის მხრიდან, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დამოკიდებულებას და ქართულ ბიზნესთან ჩვენი მთავრობის ფილოსოფიას. თვითონ, საგადასახადო დავალიანების მასშტაბს რაც შეეხება, ძალიან დიდ თანხაზეა საუბარი - 50 მლნ ლარზე. რაც შეეხება იმას, თუ სასტარტო ეტაპზე რატომ მოხდა ასეთი მასშტაბური თანხის დაგროვება, ამაზე ბუნებრივია, უნდა არსებობდეს ობიექტური ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებას უნდა მიეწოდოს. მეგობრული მიდგომა არის ნებისმიერი ქართველი დამსაქმებლის მიმართ. თქვენ ვერ ნახავთ საქართველოში მეწარმეს, რომლის მიმართაც შემოსავლების სამსახური ახორციელებს ისეთ პოლიტიკას, რომ არ ეძლევა მეწარმეს საშუალება დაფაროს ესა თუ ის საგადასახადო დავალიანება ისე, რომ არ შეუქმნას პრობლემა სამუშაო ადგილებს“, - აღნიშნა ბახტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა