მამუკა ბახტაძე -  საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-ს მაღალჩინოსნებთან მაღალი პოლიტიკური დიალოგი და ინტენსიური პრაქტიკული თანამშრომლობა

საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-ს მაღალჩინოსნებთან მაღალი პოლიტიკური დიალოგი და ინტენსიური პრაქტიკული თანამშრომლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაური გამოეხმაურა ბრიუსელში დაგეგმილ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას და უმაღლესი დონის შეხვედრებს, რომელიც თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ბრიუსელში აქვს დაგეგმილი.

„მინდა შევეხო უმნიშვნელოვანეს შეხვედრას, რომელიც იმართება ბრიუსელში, სადაც დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. თავდაცვის მინისტრს, ბატონ ლევან იზორიას ექნება მნიშვნელოვანი შეხვედრები იენს სტოლტენბერგთან და ამერიკის თავდაცვის მდივან, ჯეიმს მატისთან. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მაღალი პოლიტიკური დიალოგი და ინტენსიური პრაქტიკული თანამშრომლობა. ეს შეხვედრა ასეთ მაღალ დონეზე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობებში ძალიან მაღალი დინამიკა გვაქვს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს