მინისტრის მოადგილემ პარლამენტს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხზე უნივერსალური ანგარიშის შესახებ მიღებული რეკომენდაციების შესრულების შედეგები გააცნო

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების (იურიდიულ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები) სხდომაზე უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) ფარგლებში მიღებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ შუალედური ანგარიშის პროექტი წარადგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომას ასევე ესწრებოდნენ ყველა იმ უწყების წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობდნენ შუალედური ანგარიშის მომზადებაში. „შუალედურ ანგარიშში ასახულია საქართველოს მიერ იმ რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი, რომელიც ქვეყანამ 2015 წლის 10 ნოემბერს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე ადამიანის უფლებათა შესახებ წარდგენილი ანგარიშის განხილვისას მიიღო. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე საქართველომ მიიღო 203 რეკომენდაცია, რომელთაგანაც მხარდაჭერილ იქნა 191 რეკომენდაცია. ამასთანავე, საქართველომ აიღო ნებაყოფლობითი ვალდებულება წარედგინა შუალედური ანგარიში მხარდაჭერილი რეკომენდაციების შესრულების შესახებ. პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, შუალედური ანგარიშის წარდგენისას, საკუთარ გამოსვლაში, ხათუნა თოთლაძემ ყურადღება გაამახვილა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მექანიზმის განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობაზე, ხსენებულ მექანიზმთან საქართველოს აქტიურ და მჭიდრო თანამშრომლობაზე, ასევე შუალედური ანგარიშის მომზადების პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართულობაზე. რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობაზე საუბრისას, ხათუნა თოთლაძემ ყურადღება დაუთმო სხვადასხვა სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებული არაერთი მნიშვნელოვანი კონვენციის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარების საკითხებს, გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის სხვადასხვა მექანიზმთან თანამშრომლობასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მექანიზმებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წვდომის პრობლემას. დასასრულს, ხათუნა თოთლაძემ აღნიშნა, რომ შუალედურ ანგარიშში აისახება პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების კომენტარები და მხოლოდ ამის შემდეგ, გადაეგზავნება დოკუმენტი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს”, - ნათქვამია ინფორმაციაში. დღევანდელი განხილვა ახალი პროცედურის შესაბამისად განხორციელდა, რომლის შესახებ ცვლილება პარლამენტის რეგლამენტში 2016 წელს შევიდა. „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ დაფუძნებული უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა გახლავთ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ახალი მექანიზმი და მიზნად ისახავს გაეროს წევრ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგსა და გაუმჯობესებას. აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის განიხილება ხდება 4-5 წელიწადში ერთხელ. 2015 წლის 10 ნოემბერს, ქ. ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მეორე ციკლის ფარგლებში განხილულ იქნა ადამიანის უფლებათა შესახებ საქართველოს ანგარიში.​ მომდევნო ანგარიშის განხილვა 2020 წელს იგეგემება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა