ინდონეზიაში, სადაც გასულ კვირას ძლიერი მიწისძვრა მოხდა, ვულკანმა დაიწყო ამოფრქვევა

ინდონეზიაში, სულავესის კუნძულზე, სადაც გასულ კვირას ძლიერი მიწისძვრა მოხდა, ვულკანმა გაიღვიძა. ამის შესახებ ინდონეზიის ვულკანოლოგიისა და გეოლოგიური რისკების შემცირების ცენტრი იუწყება.

ვულკანის ამოფრქვევა ადგილობრივი დროით 09:00 საათზე დაიწყო.

სპეციალისტების პროგნოზით, ვულკანური ფერფლის ღრუბელი დასავლეთ და ჩრდილოეთ-დასავლეთი მიმართულებით მოძრაობს და ქალაქ მანადოში მდებარე აეროპორტის მუშაობას ხელს არ შეუშლის.

ცენტრის სპეციალისტები ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებენ, ვულკანიდან 6 კილომეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიებზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს