„თიბისი ბანკი“ – „თიბისის“ ინტერნეტ და მობაილბანკში შესვლა მომგებიანია

„თიბისი ბანკმა“ ინტერნეტ და მობაილბანკის მომხმარებლებისთვის კამპანია დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე, მომხმარებლებს, რომლებიც ინტერნეტ ან მობაილბანკში შევლენ ან ტრანზაქციას შეასრულებენ, სხვადასხვა პრიზების მოგების საშუალება ექნებათ.

ამასთან, „თიბისი ბანკის“ ინფორმაციით, ყოველთვე ინტერნეტ და მობაილბანკით მოსარგებლე 180 000 მომხმარებელი მომენტალურ საჩუქრებს აღმოაჩენს. საჩუქრებში შედის 2 000 ლარამდე ფულადი პრიზი; მობილური ინტერნეტი 500 MB-დან - 10 GB-მდე; Taxify-ის, TKT.GE-ის და Buyers-ის სასაჩუქრე ვაუჩერები და ინტერნეტ და მობაილბანკით კომუნალურ გადასახადებზე 0% საკომისიო.

„მომენტალური საჩუქრების მოგების გარდა, ყოველ შესრულებულ ტრანზაქციაზე მომხმარებელს შეეძლება დააგროვოს სუპერ პრიზის გათამაშების ბილეთები და 15 იანვარს მოიგოს 50 000, 30 000 ან 20 000 ლარი.

აქციაში ჩართვისთვის და სუპერ პრიზის მოგებისთვის საჭიროა 1-ელი ოქტომბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით ინტერნეტ ან მობაილბანკით სარგებლობლობა, ტრანზაქციების შესრულება და საბანკო პროდუქტების შეძენა. ყოველი ტრანზაქციის შესრულების შემდეგ მომხმარებელი მიიღებს 1 ქულას. 5 ქულა ნიშნავს გათამაშების 1 ბილეთს. ინტერნეტ ან მობაილბანკით ნებისმიერი საბანკო პროდუქტის შეძენისას, მომხმარებელი იღებს გათამაშების 1 ბილეთს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, კამპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მომხმარებელი უნდა მიჰყვეს ბმულს.

„მათ, ვინც ჯერ არ სარგებლობს ინტერნეტ ან მობაილბანკით, თიბისი სთავაზობს სწრაფ და მარტივ ონლაინ რეგისტრაციას ვებ გვერდზე www.tbconline.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის