ეკა გიგაური ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - გაბრაზდნენ არა ეკა გიგაურზე, არამედ საკუთარი გუნდის წევრებზე - დაწყნარდნენ და გააკეთონ ის, რაც ევალებათ

გაბრაზდნენ არა ეკა გიგაურზე, არამედ საკუთარი გუნდის წევრებზე, - ასე ეხმაურება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით გუშინ გადაცემა „არჩევანში“ გააკეთა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკა გიგაურმა განუცხადა, უმჯობესია მმართველმა გუნდმა დრო და ენერგია გახმაურებული საქმეების გამოძიებაზე დახარჯოს, ვიდრე მისი და არასამთავრობო სექტორის კრიტიკაზე.

„გუშინ, როგორც ჩანს, სამთავრობო გუნდს მესიჯ ბოქსში ჰქონდა ეკა გიგაურის ლანძღვა. ზოგ მათგანს არც კი ვიცნობ მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატი ყოფილა. არც ვაპირებდი პასუხის გაცემას, მაგრამ რადგან ამ მარათონში პარლამენტის თავმჯდომარეც ჩაერთო, ვიტყვი იმას, რომ ამდენი დრო და ენერგია პროკურატურაზე რომ დაეხარჯათ და მათთვის მოეთხოვათ ამდენი გახმაურებული გამოუძიებელი საქმეების გამოძიება, ასეთ მდგომარეობაში არ იქნებოდნენ. წლებია ველოდებით წინა ხელისუფლების დროს გაკეთებული უკანონო ჩანაწერების არქივების, პირადი ცხოვრების ჩანაწერების გავრცელების, მუხთარლის, ლაშა თორდიას ცემის, სარალიძის და სხვა გამოძიებების შედეგებს.

გაბრაზდნენ არა ეკა გიგაურზე, არამედ საკუთარი გუნდის წევრებზე. ასე რომ, დაწყნარდნენ და გააკეთონ ის რაც მათ კანონმდებლობით ევალებათ. საზოგადოებას ბევრი კითხვა აქვს და ამ კითხვებს მათ უნდა გასცენ პასუხი“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

„სამოქალაქო საზოგადოება არის ცალკე და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო სექტორი“ არის ცალკე - ეს არის დღევანდელი ვითარება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს არის „აბსოლუტურად არასერიოზული განცხადება“. „ეს არის 13 კაცი და ქალი, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური მიკერძოებული რაღაც შეხედულებები. ხელმძღვანელებზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი. საქართველოში არის ჩამოყალიბებული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „არასამთავრობო სექტორი“. ცალკეა ეს პოლიტიკური გაერთიანება, რომელმაც არჩევნებში რომ მიიღოს მონაწილეობა, ერთ პროცენტსაც ვერ მიიღებს - ამაში ყველა დამერწმუნება. რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას, სამოქალაქო საზოგადოება არის ცალკე და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო სექტორი“ არის ცალკე. ეს არის დღევანდელი ვითარება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა