თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში დაბადებულ ყველა ახალშობილს  საჩუქრად  100-ლარიანი ანაბარი გადაეცემა

1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი ქალბატონებს, რომლებიც ფიზიოლოგიურად იმშობიარებენ უფასოდ მოემსახურება, ასევე ახალშობილებს საჩუქრად 100-ლარიანი ანაბარი გადაეცემა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „სამედიცინო კორპორაცია ევექსიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აქციის ფარგლებში დედები, სამედიცინო სერვისით ორი თვის განმავლობაში 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

„განახლებულ თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში მე-3 დონის პერინატალური ცენტრი წარმატებით ფუნქციონირებს, რომელიც ორსულობის პერიოდს 28 კვირიდან მშობიარობამდე და ახალშობილის პირველი შვიდი დღის სამედიცინო მონიტორინგს გულისხმობს. ჰოსპიტალში პერინატალური ცენტრი 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს, რომელიც ორსულობასთან დაკავშირებული ყველა სახის პათოლოგიური შემთხვევების მართვას და ყველა პროფილით გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას უზრუნველყოფს. მისი მისამართია თბილისი, ქინძმარაულის ქ.1, შესახვევი 1 (ყოფილი 31-ე ქარხნის სავადმყოფო), ამასთან, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე (032) 2 55 05 05“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა