”წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის”  მაგისტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ, 4 ოქტომბერს, განხორციელდება, ”წითელი ხიდი - წალკა - ახალქალაქის” 300 მმ მაგისტრალური გაზსადენის 140-172 კმ შორის, ახლადაშენებული 6,5 კმ-მდე სიგრძის მონაკვეთის მოქმედ გაზსადენში შეჭრითი სამუშაოები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან“ შექმნილი ვითარების გამო 4 ოქტომბერს, 04:00 საათიდან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის: ბალანთას, ჭიხარულასა და ტაბაწყურის აბონენტებს.

„შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" შესაძლო დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის მოსახლეობას.

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემატურად ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციას რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უწყვეტ, უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა