ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსების შესაძენად საქართველოს მთავრობა EBRD-თან მოლაპარაკებებს იწყებს

ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსების შესაძენად საქართველოს მთავრობა EBRD-თან მოლაპარაკებებს იწყებს. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, ამ ეტაპზე სესხის თანხა ზუსტდება.

"ე წ. ყვითელი ავტობუსები ჩანაცვლდება ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით. ნაწილი იმუშავებს ბუნებრივ აირზე, ნაწილი კი იქნება ელექტრო. დღეს ფინანსთა სამინისტრო იწყებს მოლაპარაკებებს EBRD-თან, რათა გამოიყოს სესხი ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსების შეძენაზე. ასევე, ვიმედოვნებთ, რომ სულ მალე დავიწყებთ მოლაპარაკებებს ერთ-ერთ დონორთან ელექტროავტობუსების შეძენაზე. ამ ეტაპზე ზუსტდება სესხის რაოდენობა", - განაცხადა მაჭავარიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა