ფინანსთა მინისტრი ლევან ყიფიანზე - უამრავი წევრია „ქართულ ოცნებაში“ და თქვენ გგონიათ ყველასთან ვრეკავ, ვინ სახურავზე დარბის და ვინ სარდაფში?

ყოველი მომდევნო ჩანაწერით ეს მოვლენა უფრო და უფრო აბსურდული ხდება, - ამის შესახებ „ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ომეგა ჯგუფის" წარმომადგენლები უამრავ რამეს იტყუებიან, მათ შორის პირადად მასთან ურთიერთობაში.

„ფინანსთა სამინისტროსთან აქცია ჰქონდათ და გამოაცხადეს ფინანსთა მინისტრი გაიპარაო, როცა საღამოს 10 საათამდე ოფისში ვიყავი. მე შევხვდი მათი დაჟინებული თხოვნის შემდეგ ზაზა ოქუაშვილს, მისმა მეუღლემ განაცხადა დაგვიბარაო. იმდენს და ისე იტყუებიან, დარწმუნებული ვარ, რომ ეს აბსურდის თეატრი საბოლოოდ იმდენად აბსურდული იქნება, რომ ამით დამთავრდება ეს ისტორია",- განაცხადა მაჭავარიანმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა კონტაქტი ლევან ყიფიანთან ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, მაჭავარიანმა განაცხადა, რომ არ ჰქონია.

„უამრავი წევრია „ქართულ ოცნებაში“ და თქვენ გგონიათ ყველასთან ვრეკავ ვინ სახურავზე დარბის და ვინ სარდაფში?" - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისივე თქმით, ზაზა ოქუაშვილს როდესაც შეხვდა, ეგონა რომ იქნებოდა რაიმე ტიპის გრაფიკზე საუბარი, თუმცა ის აბსოლუტურ უარზე იყო.

"პრაქტიკულად შეხვედრა შეხვედრისთვის იყო. მე მას ავუხსენი, რომ 50 მილიონი, უპრეცედენტო თანხა, რომელიც არის ხალხის ფული,არ გამოვა აიღოს და ჩაიდოს ჯიბეში", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა