ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას და შალვა თადუმაძის პარლამენტში დაბარების საჭიროებას ვერ ხედავს

მე პირადად ვერ ვხედავ ამ ეტაპზე ვერავის დაბარების საჭიროებას, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმცირესობას, რომელიც პარლამენტში შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის მისვლას კიდევ ერთხელ ითხოვს.

უმცირესობის სურვილია, გიორგი გახარიამ და შალვა თადუმაძემ „ომეგა ჯგუფის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და ასევე, ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული რეკომენდაციების შესრულებაზე კითხვებს პასუხი გასცენ. თუმცა, როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ის ამ საკითხში საშუამავლოდ ვერ გამოდგება და ვერც მათი დაბარების საჭიროებას ხედავს.

„რაც შეეხება მტკიცებით ფორმატში საუბარს, ამაზე ჩვენ გვქონდა არაერთხელ საუბარი და ეს არ არის სწორი. მით უმეტეს, არათუ საფუძვლიანი ეჭვი, უსაფუძვლო ეჭვის საფუძველიც კი არ არსებობს ამ ეტაპზე. აქედან გამომდინარე, მე პირადად თუ მკითხავთ, მე ვერ ვხედავ ამ ეტაპზე ვერავის დაბარების საჭიროებას. ეს არის ჩემი პოზიცია. პოზიცია არის მთავარი იმ პირების, რომელთაც დაიბარებს შესაბამისი საპარლამენტო სუბიექტი. აქედან გამომდინარე, აქ მე შუამავლად ვერ გამოვდგები. შეგიძლიათ, მათ მოუწოდოთ, რომ მონაწილეობა მიიღონ შესაბამის მოსმენაში. ჩემი პოზიცია გაგაცანით, დანარჩენი არის შესაბამისი ორგანოების საქმე.

მტკიცებითი ფორმით არ გირჩევთ საუბარს, მით უმეტეს, არ გირჩევთ ისეთი ბრალდებების წამოყენებას, რომელსაც თქვენ აყენებთ. ეს ყველაფერი ჩავაბარეთ ჩვენ 2012 წელს. ბიურო არ არის ამის განხილვის ადგილი. რაზეც თქვენ საუბრობთ, ტოტალური კორუფცია, სისტემური კორუფცია, ელიტური კორუფცია, ძალადობა და ასე შემდეგ, ეს არის 2012 წლამდე ხელისუფლების ხელწერა და ეს ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს. ჩემი პოზიცია დავაფიქსირე. ბუნებრივია, შესაბამისი თანამდებობის პირები დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას. ეს არის მათი პრეროგატივა. რაც შეეხება გამოძიებას, იცით, რომ გამოძიება არის დაწყებული, არიან დაბარებული შესაბამისი პირები, რომლებიც არიან ამ საუბრების მონაწილეები და ორივე თავს იკავებს იქ საუბრისგან, რაც ბადებს, ბუნებრივია, ეჭვებს. ამ ეჭვებზე ისაუბრეთ თქვენ და არა იმ ეჭვებზე, რომლებზეც საუბრობთ. ეჭვები იქ არის და არა აქ“, - განაცხადა კობახიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო