საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური რადიოკავშირის სისტემის განვითარებას იწყებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური რადიოკავშირის სისტემის განვითარებას იწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება ინფორმაციას ავრცელებს.

„ციფრული რადიოკავშირის სისტემაში ინტეგრაცია ხელს შეუწყობს: კრიზისულ სიტუაციებში უწყვეტი კავშირის უზრყნველყოფას, ტექსტისა და GPS კოორდინატების გადაცემას; პროექტის ფარგლებში შეძენილი 6 რადიო სადგურის მეშვეობით, გაფართოვდება არსებული ციფრული სისტემის, როგორც დაფარვის არეალი, ასევე გაიზრდება სისტემაში ხელის რადიოსადგურების ჩართვის შესაძლებლობა.

MOTOROLA-სთან კონტრაქტის ფარგლებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შეიძენს: 6 ერთეულ საბაზო სადგურს ყველა საჭირო საანტენო და საკაბელო აქსესუარით; 130 სტაციონარულ რადიოსადგურს; 20 სამანქანო რადიოსადგურს; 830 ხელის რადიოსადგურს; 255 სამხრე მიკროფონს; 2 სადისპეტჩერო კონსოლს; GSM ქსელთან ინტეგრაციის სისტემას; 10 ერთეულ LTE რადიოსადგურს.

MOTOROLA - სთან კონტრაქტის ფარგლებში ასევე მოხდება სისტემის უზრუნველყოფა ორი წლის ვადით და პერსონალის გადამზადება“, - აცხადებენ სამსახურში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა