ირაკლი აბესაძე - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიება გაყალბებული და არაობიექტური შედეგით დასრულდა, რაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ გამოააშკარავა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიება გაყალბებული და არაობიექტური შედეგით დასრულდა, რაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ გამოააშკარავა, - აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ ბიუროს სხდომაზე გააკეთა, სადაც ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული რეკომენდაციების შესრულებაზე შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის პარლამენტში მისვლა მოითხოვა.

„ნებისმიერი საღი აზრის მქონე ადამიანი დაინახავს, თუ რა დაინტერესება ჰქონდა საგამოძიებო ორგანოებს, ჩაეკეტა მკვლელების წრე ორი ადამიანით და სხვა ფიგურანტების გამოვლენაზე არ ემუშავათ - არ ემუშავათ იმ ფიგურანტების ოჯახის წევრებზე, რომლებიც გამოძიებაზე ზეწოლას ახდენდნენ. კომისიის დასკვნაში საუბარია ათეულობით შეცდომაზე, მიზანმიმართულად გაყალბებულ და არასწორად წარმართულ გამოძიებაზე, რასაც საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ჰქონდა ადგილი“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

აბესაძის პასუხად ბიუროს სხდომის წამყვანმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ “საგამოძიებო ორგანოებისა და პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობის საბოლოო, მთავარი შედეგი ერთი და იგივეა“.

კობახიძემ დღეს ისიც განაცხადა, რომ “პარლამენტში მოსვლის პრობლემა არავის არ აქვს და ყველაფერი არის ცხადი, რომ არავის არავისთვის ხელი არ დაუფარებია“.

„სამი თვის განმავლობაში კომისიამ სერიოზული მუშაობა გასწია. არის სერიოზული ნიუანსები, რაც საგამოძიებო კომისიამ გამოავლინა. ამის საფუძველზე შესაძლებელია ხარვეზებზეც საუბარი. ამაზე საუბარს არ მოერიდება არც შს მინისტრი და არც მთავარი პროკურორი. თუ არის კითხვები, კითხვებს მათი მხრიდან პასუხი გაეცემა. ამის საფუძველზე დავადგენთ ერთად, სად არის ჭეშმარიტება და სად არ არის შეჭმარიტება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის მისამართით.

საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის მისვლას კიდევ ერთხელ ითხოვს.

უმცირესობის სურვილია, გიორგი გახარიამ და შალვა თადუმაძემ “ომეგა ჯგუფის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და ასევე, ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული რეკომენდაციების შესრულებაზე გასცენ კითხვებს პასუხი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა