ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე, გიორგი გახარია და შალვა თადუმაძე პარლამენტში მივიდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე პარლამენტში მივიდნენ.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციას და მმართველ გუნდს მათ დაბარებასთან დაკავშირებით საერთო პოზიცია აქვს და თუ კითხვები არსებობს, თადუმაძე და გახარია ამას პასუხს გასცემენ.

„აბსოლუტურად გახსნილი იყო როგორც ერთი, ისე - მეორე ორგანო. ისინი მოდიოდნენ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში და აბსოლუტურად ყველა კითხვაზე გაგცეს პასუხი და დარწმუნებული ვარ, რომ ასე მოვლენ და გაგცემენ ყველა კითხვაზე პასუხს. იქაც მტკიცებითი ფორმით საუბარი იმაზე, რომ ვიღაც დანაშაულის მონაწილეა, ფაქტობრივად, ახლა თქვენ დანაშაული დააბრალეთ კონკრეტულ პირებს, თან არასრულწლოვანს. როდესაც ასე ამბობთ, რომ იქ არის ჯგუფურ დანაშაულში მონაწილე პირი, მაშინ თქვით, რომ ჩვენი ეჭვის საფუძველზე. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის საქმეს, აქ არავის არ აქვს არც მოსვლის პრობლემა, არც კითხვებზე პასუხის გაცემის პრობლემა და ეს მოხდა საგამოძიებო კომისიის ფარგლებში და იგივე მოხდება ახლაც. მიზეზი ზუსტად ის არის, რომ დასამალი აქ არაფერი არ არის და ყველაფერი არის ნათელი, ყველაფერი არის ცხადი. არავის არავისთვის ხელი არ დაუფარებია და საბოლოო ჯამში, ამ დასკვნამდე მივიდა, რეალურად კომისიაც, ოღონდ სხვანაირად წერია და მესმის აბსოლუტურად პოლიტიკური კონიუნქტიურიდან გამომდინარე, რომ სხვანაირი დასკვნა თქვენგან ვერ დაიდებოდა, მითუმეტეს, ამ საარჩევნო პროცესში“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ნიუანსებს თუ არ ჩავთვლით, საპარლამენტო კომისიისა და საგამოძიებო ორგანოების მუშაობის შედეგი ერთი და იგივე იყო.

„არსად ჩვენ არ გვითქვამს, რომ კომისიას არაფერი არ დაუდგენია. ე.ი. ვთანხმდებით რაზე: ერთი, რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის მუშაობას, სამი თვის განმავლობაში სერიოზული მუშაობა გასწია საგამოძიებო კომისიამ, მე ეს შეფასება პლენარულ სხდომაზეც გავაკეთე, როდესაც დასრულდა ანგარიშის წარდგენა საგამოძიებო კომისიის მხრიდან. არის მნიშვნელოვანი ნიუანსები, რომლებიც გამოვლინდა საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად, მათ შორის, შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ამის საფუძველზე, ხარვეზებზე საუბარიც. რაც შეეხება ამ დასკვნებს, რაც თქვენ თქვით, იქ გვაქვს განსხვავებული პოზიციები, თუმცა, გეთანხმებით, რომ ამაზე არის დამატებით საუბარი საჭირო და ამას არ მოერიდება, დარწმუნებული ვარ, არც შინაგან საქმეთა მინისტრი და არც მთავარი პროკურორი. ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩემს პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ რა თქმა უნდა, უნდა მოვიდნენ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე, მთავარი პროკურორი. თუ არის კითხვები, ამ კითხვებს გაეცემა მათი მხრიდან პასუხი და ამის საფუძველზე დავადგენთ ერთად, სად არის ჭეშმარიტება და სად არ არის ჭეშმარიტება, ანუ, გამოდის, რომ საერთო პოზიცია გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის მისვლას კიდევ ერთხელ ითხოვს.

უმცირესობის სურვილია, გიორგი გახარიამ და შალვა თადუმაძემ “ომეგა ჯგუფის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და ასევე, ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული რეკომენდაციების შესრულებაზე კითხვებს გასცენ პასუხი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო