გრიგოლ ვაშაძე - ხელისუფლება აუცილებლად გამოყრის უამრავ სიბინძურეს, ეცდება  საარჩევნო პროცესი ცემა-ტყეპაში გადაიყვანოს

ხელისუფლება აუცილებლად გამოყრის უამრავ სიბინძურეს. ეცდება კორცხელის მსგავსი ინციდენტები მოაწყოს,- ამის შესახებ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. ვაშაძემ მხარდამჭერებს მოუწოდა ჩხუბსა და დაპირისპირებას არ აჰყვნენ.

"ყველა ჩვენს მხარდამჭერს მინდა ვუთხრა, ხელისუფლება აუცილებლად გამოყრის უამრავ სიბინძურეს. ეცდება კორცხელის მსგავსი ინციდენტები მოაწყოს, გადაიყვანოს საარჩევნო პროცესი ცემა-ტყეპაში. ყველას ვთხოვ, ასევე ცივილიზებულად გავაგრძელოთ საარჩევნო კამპანია, როგორც ვაკეთებდით. არავითარი დაპირისპირება, არავითარი ჩხუბი, დედის გინება. ლაპარაკი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ციფრებითა და ფაქტებით, იმიტომ, რომ ჩვენ არჩევნები მოგებული გვაქვს და ამ მოგებას უბრალოდ დაცვა უნდა 28 ოქტომბრამდე", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო