ირმა ინაშვილი - დარწმუნებული ვარ, გამოჩნდება ღირსეული დეპუტატი და ჩვენი ფრაქცია შეივსება - თუ არ გამოჩნდება, ვერც ამაში ვხედავ ტრაგედიას

პოლიტიკა არის ცოცხალი პროცესი, ჩვენი გუნდის წევრები მოდიან და ზოგჯერ მიდიან, არ მახასიათებს ვილაპარაკო ნეგატიურ ჭრილში იმ ადამიანებზე, რომლებიც მიდიან ჩემი გუნდიდან, - ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ის მათი პარტიიდან და ფრაქციიდან წასულ ნატო ჩხეიძეს წარმატებებს უსურვებს.

„მე არ მაქვს არავითარი წყენა მასზე. მისი არჩევანია, სად იქნება. მათ მკაფიო არჩევანი გააკეთეს, ეს არის „რუსთავი 2“ და „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა ინაშვილმა.

მისივე თქმით, ფრაქციის დაშლაზე საუბარი ნაადრევია.

„ქალბატონი ნატო ფრაქციიდან გავიდა, ნუ ხარობს მიხეილ სააკაშვილი და ყველა ჩართვაში ლაპარაკობს იმაზე, რომ იშლება „პატრიოტთა ალიანსი“. ნაადრევია მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ფრთის სიხარული. ჩვენი ფრაქცია შეივსება, დარწმუნებული ვარ გამოჩნდება ღირსეული დეპუტატი და ერთობლივად განვაგრძობთ საპარლამენტო საქმიანობას. თუ ასეთი დეპუტატი არ გამოჩნდება, ვერც ამაში ვხედავ ტრაგედიას, დამოუკიდებელ დეპუტატებად, მაგრამ ერთ გუნდად განვაგრძობთ ჩვენს საპარლამენტო მუშაობას“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისი თქმით, ამ დროისთვის არავისთან არ მიმდინარეობს კონსულტაცია, ეს არის საჯარო პროცესი და თუ ვინმე სურს მათ ფრაქციას შეურთდეს, საჯაროდ შეუძლია გააკეთოს განცხადება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა