გიორგი ქობულია  - მე არ შეიძლება ყველაფერი ვიცოდე - იცით, რამდენი კოლეგა მყავს? - ძალიან ბევრი

ხელისუფლებაში კლანური მმართველობა არ არის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა.

მინისტრი გამოეხმაურა 13 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებაში არსებობს კლანური მმართველობა და ელიტური კორუფცია.

„ეს მართალი არ არის“, - განაცხადა ქობულიამ.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეფასებებს იმის შესახებ, რომ არასამთავრობო სექტორი პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს და ეს მიუღებელია, მინისტრი პასუხობს, რომ არ იცის, მისი კოლეგები რას ამბობენ.

„მე არ შეიძლება ყველაფერი ვიცოდე. იცით, რამდენი კოლეგა მყავს? - ძალიან ბევრი. არ შეიძლება ვიცოდე ყველაფერი. რასაც ჩემი კოლეგები საუბრობენ, მაგრამ რადგან საუბრობენ, ალბათ, ამის საფუძველი აქვთ. მე ნუ მეკითხებით“, - განაცხადა ქობულიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს