თამარ ჩუგოშვილი შს მინისტრის და მთავარი პროკურორის დაბარებაზე -  ეს არ არის ზედამხედველობის განხორციელება, ეს არის პოლიტიკური ჩარევა გამოძიების  პროცესში

თქვენ დღეს რა საკითხიც დააყენეთ ეგ არ არის ზედამხედველობის განხორციელება, ეგ არის პოლიტიკური ჩარევა გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, - ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნას, რომ პარლამენტში შს მინისტრი და მთავარი პროკურორი მივიდეს.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, პარლამენტი თავს არ არიდებს ვინმეს საკანონმდებლო ორგანოში დაბარებას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიმდინარე გამოძიების დროს მოხდეს მინისტრების დაბარება.

„ზედამხედველობაზე როცა ვსაუბრობთ ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, რა ექვემდებარება, რაზე აკეთებს პარლამენტი ზედამხედველობას და როგორ. ის, რასაც თქვენ ამბობთ, რომ მიმდინარე გამოძიებაზე ნებისმიერ მომენტში, პირი, რომელიც უშუალოდ იძიებს საქმეს მოვიდეს და მიმდინარე საქმის გამოძიებაზე ტრიბუნიდან მოყვეს როგორ მიმდინარეობს გამოძიება, მე მგონი, ჩემზე უკეთ იცით, რომ ეს არის წარმოუდგენელი რამ და არათუ პარლამენტის მანდატში არ შედის, პირიქით, ეწინააღმდეგება პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაგებას. თქვენ შეიძლება სხვა საკითხი გაინტერესებთ, შეიძლება სხვა კუთხით გინდათ რომ საზედამხედველო ფუნქცია განახორციელოს პარლამენტმა, რაშიც პრობლემა არ არის, მაგრამ თქვენ დღეს როგორც დააყენეთ საკითხი, ეს სცდება, არათუ რეგლამენტის მოთხოვნებს და საზედამხედველო ფუნქციის აღქმას, არამედ ხელისუფლების შტოებს შორის დანაწილების პრინციპებს და ელემენტარულ პრინციპებს, რომ მიმდინარე გამოძიებაში პოლიტიკური წნეხი არ შეიძლება შევიდეს. არანაირად არ ჯდება ეს პარლამენტის საზედამხედველო მანდატის გაგებაში და ამას ვერ წარმოაჩენთ ისე, თითქოს პარლამენტი თავს არიდებს ან ზედამხედველობის ფუნქციის განხორციელებას, ან ვინმეს დაბარებას. იმ კონკრეტულ საქმეზე, რომელზეც ინტერესი არის ძალიან დიდი და ყველა ველოდებით გამოძიების შედეგებს, დარწმუნებული ვარ, რომ პასუხები იქნება, რადგან ეს საჭიროა, მაგრამ მეორე საკითხია, პარლამენტის მანდატს და ტრიბუნას როგორ ვიყენებთ და როგორ გვესმის პარლამენტის წევრებს რა არის ზედამხედველობის განხორციელება. თქვენ დღეს რა საკითხიც დააყენეთ ეგ არ არის ზედამხედველობის განხორციელება, ეგ არის პოლიტიკური ჩარევა გამოძიების მიმდინარეობის პროცესში“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის მისვლას კიდევ ერთხელ ითხოვს. უმცირესობის სურვილია, გიორგი გახარიამ და შალვა თადუმაძემ “ომეგა ჯგუფის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და ასევე, ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული რეკომენდაციების შესრულებაზე კითხვებს გასცენ პასუხი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს