მამუკა ბახტაძე საქართველოს ბიზნესასოციაციას წევრებს ხვდება

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს ხვდება. შეხვედრა სასტუმრი „თბილისი მარიოტში“ მიმდინარეობს.

როგორც შეხვედრის დასაწყისში მამუკა ბახტაძემ განაცხადა, საქართველოს მთავრობა ბიზნეს და საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით აუცილებლად შეეცდება თამასის აწევას.

„ძალიან მიხარია, რომ დღეს შესაძლებლობა გვაქვს შევხვდეთ, ვისაუბროთ არსებულ მაკროეკონომიკურ სიტუაციაზე, ასევე ჩვენს გეგმებზე. კარგია, რომ შეხვედრა დაემთხვა მთავრობის დღევანდელ სხდომას, სადაც ჩვენ ვისაუბრეთ ორ ახალ ინიციატივაზე. მართლაც ისტორიული მნიშვნელობის ინიციატივებია.

ჩვენ აუცილებლად შევეცდებით თამასა უფრო მაღლა ავწიოთ, განსაკუთრებით ისეთ საკითხებზე, როგორიც ბიზნეს და საინვესტიციო გარემოა", - განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ძალიან აქტიური და აგრესიული ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ საქართველო იქცეს რეგიონულ ჰაბად, მათ შორის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობისთვის.

„ჩვენი მიზანია საქართველო გახდეს ფინანსური ცენტრი მთელი რეგიონისთვის. ჩვენ ვართ ძალიან მოწადინებულნი ამისთვის. ამას მივაღწევთ მხოლოდ ერთ შემთხვევაში, რომ თუ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა და კოორდინაცია იქნება ძალიან მაღალ დონეზე", - განაცხადა პრემიერმა.

მანვე შეხვედრაზე მთავრობის სხდომაზე დღეს გაჟღერებულ ინიციატივებზე ისაუბრა. პრემიერმა ბიზნესმენებს ასევე საბაჟო კოდექსში, განათლებაში, მწვანე ეკონომიკასა და მცირე და საშუალო ბიზნესში განხორციელებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა