ირაკლი კობახიძე ნატო ჩხეიძეს - პარლამენტი და პარლამენტის თავმჯდომარე ყველაფერს იღონებს, რომ 50 მილიონი კაპიკ-კაპიკ ჩარიცხოთ სახელმწიფო ბიუჯეტში

პარლამენტი და კონკრეტულად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყველაფერს იღონებს იმისთვის, რომ 50 მილიონი, რომელიც არის თქვენი დავალიანება ხალხის მიმართ, კაპიკ-კაპიკ ჩარიცხოთ სახელმწიფო ბიუჯეტში, - ასე უპასუხა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძემ დეპუტატ კოლეგა ნატო ჩხეიძეს, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ცილისმწამებლური უწოდა.

როგორც ნატო ჩხეიძემ განაცხადა, “ქართულ ოცნებას“ არავითარი წვლილი არა აქვს ზაზა ოქუაშვილის ბიზნესის დაბრუნებაში, ტელეკომპანია “იბერიას“ დაბრუნებასა და თვით ზაზა ოქუაშვილის დაბრუნებაში, როგორც ამას წარბშეუხრელად პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებს.

ჩხეიძის მტკიცებით, “ქართული ოცნების“ მთავრობას არაფერი სასიკეთო ზაზა ოქუაშვილის მიმართ არ მოუმოქმედებია, მათ შორის არც სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით - “სულ პირიქით კი, რამდენიც გნებავთ“. ჩხეიძემ დღეს ისიც განაცხადა, რომ ზაზა ოქუაშვილის ბიზნესი სრული შემადგენლობით 2004 წლის 18 დეკემბერს ამოქმედდა, მას შემდეგ, რაც თითქმის ერთი წლის განმავლობაში გაჩერებული იყო “ნაციონალური“ ხელისუფლების მიერ ყალბი აქციზური მარკების ბეჭდვის ბრალდებით.

“მიხეილ ჯავახიშვილმა ერთხელ ბახჩო ქობულოვს უთხრა: - კალმის წვერზე მიზიხარო. მართალია, მიხეილ ჯავახიშვილი 1937 წელს დახვრიტეს, მაგრამ ეს კალმის წვერი თაბახის ფურცლებად იქცა და ახლა ყველამ ვიცით, ვინ არის მიხეილ ჯავახიშვილი და რა არის ბახჩო ქობულოვი. უნდა მივმართო მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს: კალმის წვერზე მიზიხართ! ბატონი ირაკლი კობახიძე უნდა ვამხილო ჩემი ოჯახის მიმართ მიზანმიმართული სიცრუის გავრცელებაში. უნდა განვმარტო, რომ “ქართულ ოცნებას“ არავითარი წვლილი არა აქვს ზაზა ოქუაშვილის ბიზნესის დაბრუნებაში, “იბერიას“ დაბრუნებაში და თვით ზაზა ოქუაშვილის დაბრუნებაში, როგორც ამას წარბშეუხრელად ბრძანებს პარლამენტის თავმჯდომარე“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს