ზაზა ხუციშვილი - მოსახლეობას ვთხოვ, თითოეული დარგის შეფასებით შეადარონ, რა მდგომარეობა იყო და დღეს რა მდგომარეობაა

მაუწყებლების უდიდესი ნაწილი წელში გამართული ბიზნესი ვერ არის და მათი ხარჯები მეტია, ვიდრე შემოსავლები. სწორედ ამიტომ არის, რომ ამ მაუწყებლებს ჰყავთ მდიდარი ადამიანები მეპატრონეებად, რომლებიც სხვა ბიზნესიდან აფინანსებენ ამ ტელევიზიებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა ხუციშვილმა პარლამენტში სესიაზე განაცხადა.

ზაზა ხუციშვილმა სესიაზე, ასევე, მოუწოდა მოსახლეობას შეადარონ წინა ხელისუფლების პერიოდი და ახლანდელი.

„ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერებს არ მოსწონთ, როცა ვსაუბრობთ მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდზე. განუწყვეტლივ ისმის კრიტიკა, თითქოს მედიის და მთლიანად ქვეყნის მდგომარეობა არის კრიტიკული. ამიტომ, ჩვენს მოსახლეობას გულწრფელად ვთხოვ, რომ თითოეული დარგის შეფასებით შეადარონ, რა მდგომარეობა იყოს სოფლის მეურნეობაში და დღეს რა მდგომარეობაა. რა მდგომარეობა იყო პოლიციაში და როგორი პოლიცია გვყავდა, როცა პრაქტიკულად დანაშაულების უდიდეს ნაწილს პოლიციელები ჩადიოდნენ და დღეს როგორია. ჯანდაცვის სისტემა, ჯარი შეადარონ როგორი იყო და როგორია. ახლა შეგახსენებთ რა მდგომარეობა იყო მასმედიაში. „რუსთავი 2“-ის მაშინდელ მფლობელს ქიბარ ხალვაშს გადაუწვეს საწყობები და წაართვეს ტელევიზია. „იმედი“ წაართვით ბადრი პატარკაციშვილს და სანამ ის კაცი ცოცხალი იყო, ეს ვერ გაბედეს, შემდეგ მის ქვრივს მოერივნენ და წაართვეს“ „იმედი“ და მთაწმინდის პარკი. „მაესტროში“ შეაგდეს ხელყუმბარა და ა.შ. „იმედზე“ „ საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ და „რუსთავი 2“-ზე აბსოლუტურად ერთნაირი სიუჟეტები გადიოდა“, - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა