ირაკლი კობახიძე ოპოზიციას - არჩევნები წარმართეთ ბინძური კამპანიის გარეშე - ეს არის სახელმწიფოებრივი თხოვნა

სალომე ზურაბიშვილმა შემოგთავაზათ ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანია და პასუხი რა არის? გამოდიხართ და კონკრეტულ კანდიდატს, ქალბატონს უწოდებთ სამარცხვინოს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უმცირესობის წევრის, აკაკი ბობოხიძის განცხადებას.

პლენარულ სხდომაზე, ირაკლი კობახიძემ, ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოუწოდა, საარჩევნო კამპანია „ბინძური ტერმინოლოგიის გამოყენების“ გარეშე წარმართოს.

მისი თქმით, ეს არის მისი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის სახელმწიფოებრივი თხოვნა.

„ეს ბინძური კამპანია რომ შეაჩეროთ, არ გინდათ? ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ წარმართულიყო ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანია. ეს იყო მისი ინიციატივა. ევროპელი ქალბატონია, ევროპული ფესვებით, ზოგიერთი „კაგებეშნიკი“ კანდიდატისგან განსხვავებით. მან შემოგთავაზათ ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანია და პასუხი რა არის: გამოდიხართ და კონკრეტულ კანდიდატს, ქალბატონს უწოდებთ სამარცხვინოს. აი, როგორ შეიძლება, ამის შემდეგ ვიღაც გენდოთ და ვიღაც რაღაცაში გამოგყვეთ. კიდევ ერთხელ, ჩემი მოწოდება, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის არის, რომ გააჩერეთ ძალიან გთხოვთ ეს, ნუ უწოდებთ სამარცხვინო კანდიდატს. ეს არის ჩემი სახელმწიფოებრივი თხოვნა თქვენს მიმართ. აქ არ არის საუბარი პოლიტიკურ პარტიებზე. ეს არის ჩემი სახელმწიფოებრივი თხოვნა თქვენს მიმართ, რომ საპრეზიდენტო კამპანია წარმართეთ ამ ბინძური ტერმინოლოგიის გამოყენების გარეშე. ხომ არ შემოვდივარ იმის განხილვაში, ვინ არის სამარცხვინო და ვინ არ არის სამარცხვინო, სახელმწიფოებრივი თხოვნაა, ბინძური კამპანიის გარეშე წარმართეთ ეს არჩევნები“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო