მამუკა ბახტაძე - ყველა სამინისტროს დავალება აქვს, რომ ყველა მნიშვნელოვან რეიტინგში ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოვხვდეთ ტოპ ხუთეულში

ყველა სამინისტროს დავალება აქვს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მოვხვდეთ ყველა მნიშვნელოვანი რეიტინგის ტოპ ხუთეულში, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციასთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

„თუ ჩვენ „მუდისს" ავიღებთ ორიენტირად, ჩვენ დაგვრჩა 2 პუნქტი იმისთვის, რომ მივიღოთ საინვესტიციო რეიტინგი. აქედან გამომდინარე, თითოეული რეფორმა ფასდება სწორედ იმ კრიტერიუმით თუ რამდენად დაგვეხმარება ესა თუ ის რეფორმა საინვესტიციო რეიტინგის მისაღებად. საქართველო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა და 162 ქვეყანას შორის მე-7 ადგილზე ვართ. ყველა სამინისტროს დავალება აქვს, რომ ყველა მნიშვნელოვან რეიტინგში ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოვხვდეთ ტოპ ხუთეულში. ჩვენ ვართ ლიდერები რეგიონში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ უნდა ვიყოთ ლიდერები მსოფლიოს მასშტაბით",- აღნიშნა ბახტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა