დეპუტატი ალექსანდრე ერქვანია - მინდა, მივმართო მთავრობას, კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტი დროზე გაიწვიოს პარლამენტიდან

კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, მინდა, მივმართო მთავრობას, დროზე გაიწვიოს კანონპროექტი, რომ შეწყდეს მოსახლეობაში არსებული სამართლიანი ვნებათაღელვა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ერქვანია პარლამენტის სესიაზე განაცხადა.

დეპუტატმა ქვეყანაში შექმნილ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ ფონზე როდესაც ქვეყანა იმყოფება დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე, ქვეყანაში უნდა მიმდინარეობდეს ეროვნული თვითშეგნების ამაღლება, ახალგაზრდებში სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბება.

„ამის საპირისპიროდ გარკვეული ძალები ლობირებენ ქვეყანაში უზნეობის დამკვიდრებას. ეს არის გეგმა ერის განადგურების, რადგან როცა ერი ირყვნება ვეღარ მრავლდება. ყველამ უნდა შეიგნოს რომ ეკლესიის დამარცხება შეუძლებელია. დღეს დუმილის დრო აღარ არის. ყველანი უნდა გავერთიანდეთ. აუცილებელია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის გამკაცრება, ხოლო ზოგ ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის დაწესება, რადგან თუ ასე გაგრძელდა ძალიან მალე შეიძლება სტუმრად აღმოვჩნდეთ ჩვენს ქვეყანაში. კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით მინდა მივმართო მთავრობას, დროზე გაიწვიოს კანონპროექტი, რომ შეწყდეს მოსახლეობაში არსებული სამართლიანი ვნებათაღელვა. საქართველო არასდროს გახდება ნარკოტიკების გამავრცელებელი ქვეყანა“,- განაცხადა ერქვანიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა