ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შენობასთან კომპანია „სვეტის“ მენაშენეები აქციას მართავენ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შენობასთან კომპანია „სვეტის“ მენაშენეები არიან შეკრებილები. მათი თქმით, ისინი მშენებლობის დასრულებას ითხოვენ. ისინი კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელი პირების დაკავების გამო კმაყოფილებას გამოთქვამენ.

„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან აქციის გამართვა ჯერ კიდევ გუშინ გადავწყვიტეთ. თუმცა, ახლა გავიგეთ, რომ დაკავებულია სამშენებლო კომპანიის ორი წარმომადგენელი - კომპანიის დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე და დირექტორი თორნიკე ჯანელიძე. კომპანიამ რთულ ვითარებაში ჩაგვაყენა უკვე მესამე წელია", - განაცხადა სამშენებლო კომპანია „სვეტის" მენაშენემ, სალომე დონდუამ .

აქციის მონაწილეებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან მიტანილი აქვთ ხმის გამაძლიერებელი, რის საშუალებითაც „სვეტის“ დამფუძნებელს, დაკავებულ გივი ჯიბლაძესა და კომპანიის დირექტორს თორნიკე ჯანელიძეს მიმართავენ: „გიწიათ ჩვენმა ცოდვებმა“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა