“აქსის თაუერსი” დუბაიში  CITYSCAPE GLOBAL გამოფენაზე წარსდგა

“აქსის თაუერსი”, როგორც თბილისის ახალი ლენდმარკი, დუბაიში CITYSCAPE GLOBAL გამოფენაზე წარსდგა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „აქსისიდან“ აცნობეს. მათივე ცნობით, CITYSCAPE GLOBAL მსხვილმასშტაბიანი ღონისძიებაა, სადაც გავლენიანი და მნიშვნელოვანი ინვესტორები იყრიან თავს.

„CITYSCAPE GLOBAL ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი საინვესტიციო გამოფენაა უძრავი ქონების სექტორში და კარგი შესაძლებლობაა, როგორც საინვესტიციო პროექტების წარმოსაჩენად ,ასევე ქვეყნის პოპულარიზაციისათვის“, - ნათქვამია „აქსისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„აქსისის“ წარმომადგენლებმა არაერთი შეხვედრა გამართეს გამოფენაში მონაწილე სხვადასხვა მნიშვნელოვან ინვესტორებთან და კომპანიების ხელმძღვანელებთან.

კომპანიის ინფორმაციით, „აქსის თაუერსი“, როგორც მთლიანად ქართული პროექტი, შექმნილი ქართველი არქიტექტორების მიერ გამოფენაზე ყურადღებას იქცევს თავისი არქიტექტურული გადაწყვეტილებით და გამორჩეული დიზაინით.

ღონისძიებაში საქართველოს მონაწილეობა „აწარმოე საქართველოს“ ორგანიზებით მოხდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს