ირმა ინაშვილი - დამნაშავეები რომ დაგესაჯათ, იმ ვითარებაში არ იქნებოდით, რა ვითარებაშიც ხართ, არანაირ კოჭს „ოცნებას“ არ გავუგორებთ, თქვენი ვალი ჩვენ არ გვაქვს

დამნაშავეები რომ დაგესაჯათ, დღეს არ იქნებოდით იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც ხართ. არავითარ შემთხვევაში, არანაირ კოჭს „ქართულ ოცნებას“ არ გავუგორებთ, თქვენი ვალი ჩვენ არ გვაქვს, - აღნიშნულის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტის სესიაზე განაცხადა.

ირმა ინაშვილის თქმით, სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება უნდა მიეცეს 2004-2012 წლებში სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობას, რაზეც მას რეზოლუციის პროექტი აქვს შემუშავებული. ინაშვილმა მმართველ გუნდს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ მის მიერ შემუშავებულ რეზოლუციას.

„ქართულ ოცნებას“ 2012 წლის შემდეგ ვეუბნებით, რომ დამნაშავეები უნდა დასაჯონ. დამნაშავები რომ დაგესაჯათ დღეს არ იქნებოდით იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც ხართ და არ მოგიწევდათ ამ რეჟიმში ყოფნა. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ ჩვენს რეზოლუციას, რომელიც იურიდიულმა კომიტეტმა გუშინ განიხილა. მე დღეს წამოვიღე სამასი ათასი ხელმოწერა, ეს არის დადასტურება რეზოლუციაზე, რომელიც ითვალისწინებს მიეცეს სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება 2004-2012 წლების სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობას. დავარქვათ სახელი რა ერქვა იმ მმართველობას, ჩვენ თუ არ დავარქმევთ სახელს, არ შევაფასებთ და არ ვიტყვით, რომ ის იყო რეჟიმი მუდმივად იქნებით იმ ვითარებაში რა ვითარებაშიც ხართ. ეს ახია თქვენზე. ღირსი ხართ იმის, რომ დღეს ორივე განშტოება „ნაციონალური მოძრაობის“ გეძახით რომ ატერორებთ ბიზნესს, მედიას, ღირსი ხართ ამის, რადგან 2012 წელს შანსი ხელიდან გაუშვით რომ დაგესაჯათ ეს კონკრეტული დამნაშავეები. არც ახლაა გვიან, მხარი დაუჭირეთ ამ რეზოლუციას. სად იყავით გუშინ „ქართული ოცნება“? ნუ იმალებით დაესწარით იურიდიული კომიტეტის სხდომას, თორემ ამ ქვეყანაში უკვე მიდის ფარული სამოქალაქო ომი. თუ თქვენ ვინმეს ატერორებთ, ისიც უნდა დაისაჯოს. მომხრე ვარ, რომ გამოძიება წარიმართოს და თუკი ვინმემ კანონს გადაუხვია, დაისაჯოს. არავითარ შემთხვევაში, არანაირ კოჭს „ქართულ ოცნებას“ არ გავუგორებთ. თქვენი ვალი ჩვენ არ გვაქვს, ქართველი ხალხი მეცოდება, ამას რომ უყურებს “,- განაცხადა ინაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო