დეპუტატი კობა ნაკაიძე ზაზა ოქუაშვილს ქობულეთში მცხოვრები ბიზნმესმენის ქონების ხელყოფაში ადანაშაულებს და სამართალდამცავებს მიმართავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ნაკაიძე ზაზა ოქუაშვილს ქობულეთში მცხოვრები ბიზნმესმენის გურამ გოგიტიძის ქონების ხელყოფაში ადანაშაულებს და სამართალდამცავ ორგანოებს ამ საქმით დაინტერესებისა და რეაგირებისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადება კობა ნაკაიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

“მინდა ზაზა ოქუაშვილს შევახსენო ქობულეთში მცხოვრები ბიზნესმენის გურამ გოგიტიძის ისტორია. ახსოვს თუ არა მას როგორი მაქინაციებითა და ვისი ხელშეწყობით მოახერხა ხელში ჩაეგდო ამ ბიზნესმენის ქონება. კერძოდ, ქობულეში, გელაურის დასახლებაში არსებული ქარხანა. ოქუაშვილმა პოპოვის ქ#17-ში არსებული ქონება შეიძინა. საუბარია 2007 წელზე. მაშინდელი ხელისუფლების ხელშეწყობით ისე მოხდა, რომ ჩატარებული აუქციონით მისამართი შეიცვალა და პოპოვის #5-ში არსებული ქონება ოქუაშვილმა გაიფორმა. მან მოგონილი დავალიანებით წაართვა და დააყადაღა გურამ გოგიტიძის საცხოვრებელი ფართები ქობულეთსა და თბილისში, ასევე ფირმა “მატრიქსის“ მიერ დაყადაღებული იყო ძვირად ღირებული ავტომობილები, რომელიც გურამ გოგოტიძის მფლობელობაში იყო. ეს ყველაფერი 2007-2010 წლებში ხდებოდა - გასაგებია, ვისი ხელშეწყობითა და დაკვეთით“, - განაცხადა კობა ნაკაიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა